ეტლი – (იუნიკოდი ♖ ♜) ჭადრაკის ფიგურა. სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰყავს. პარტიის დასაწყისში თეთრი ეტლები დგანან a1, h1, ხოლო შავი ეტლები a8 და h8 უჯრებზე.
თამაშის მსვლელობისას ეტლს შეუძლია ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე გადაადგილება, იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტუკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.
No comments:
Post a Comment