Wednesday, June 13, 2012


ინდოეთში გამოგონილ თამაშს ჩატურანგი ერქვა. შემდეგ იგი სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის უცხოთა თამაშს შარაჯანი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს.არაბების მიერ შეტანილმა შატრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი.
მე-11 საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო. მე-12 საუკუნეში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი რაინდული აღზრდის პროგრამაშიც კი შეიტანეს, ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა „სიმღერა როლანდზე“, „ტრისტანი და იზოლდა“, „რომანი ვარდზე“ და ა.შ
პირველი ევროპული ჩანაწერები ჭადრაკის შესახებ 1058 წლით თარიღდება. ეს არის ანდერძი, რომელშიც ბარსელონელმაა გრაფინიაა ესმერალდამ ბროლისგან გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები მონასტერს უსახსოვრა.რამდენიმე წლის შემდეგ ოსტიის კარდინალი დამანი წერილში თხოვნით მიმართავდა პაპ გრიგორი მე-7-ს, წინ აღდგომოდა ურჯულოთა ვაშესაქცევის გავრცელებას ეკლესიის მსახურთა შორის. იმავე პერიოდში სავაჭრო გზებით ჭადრაკმა აზიასა და ძველი რუსეთის საზღრებამდენაც მიაღწია.
მე-7-8 საუკუნეების სპარსული ჭადრაკის ფიგურები სამარყანდსა და ფერღანაშია ნაპოვნი. ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წლისთვის ჭადრაკი კიდევ უფრო ჭორს, ვიკინგების მიერ კონტროლებად სავაჭრო გზებამდეც მივიდა, საიდანაც მას ეს თამაში სამშობლოში, სკანდივანიაში წაიღეს არაბულ მონეტებსა და ბუდას ქანდაკებებთა ერთად. ამას მოჰყვა ის, რომ მე-11 საუკუნესთვის ჭადრაკი ისლანდიაში გახდა ცნობილი. 1155 წელს შექმნილი ისლანდიური საგა მოგვითხრობს დანიის მეფე კნუტ დიდზე, რომელიც ჭადრაკს სიამოვნებით თამაშობდა.
მომდევნო ცხრა საუკუნის განმავლობაში ჭადრაკი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა დ ამის გარშმო სულ უცნაური ამბები ტრიალდება. მაგალითად, 1769 წელს პირველი საჭადრაკო რობოტი შეიქმნა. უნგრელმა გამოგონებელმა დე კემპელენმა იმპერეტრისა მარია ტერეზასთვის, რომელიც ჭადრაკის ფანატიკოსი გახლდათ, საჩუქრის გაკეთება განიზრაზა.საჩუქარი მექანიკური მანქანა წარმოადგენა, რომელიც რკინის მუსლიმი, მოგვიანებით კი თურქი დაარქვეს. ის ოსტატურად თამაშობდა ჭადრაკს და თავისი დროის გამოჩენილ მოთამაშეებს ამარცხებდა. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა დაუჯერებელი რობოტის სანახავად. სიანმდვილეში კი 45 წლის განმავლობაში თურქი მის ნიღაბ ქვეშ ამოაფარებული 15 მოჭადრაკის სამალავი იყო.
 ჭადრაკი ისე გაიტაცა ყველამ, რომ მალე ოფიციალური ტურნირების გამართვა დაიწყო. მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის გამოსავლენად უამრავი რჩეული მოთამაშე ხვდებოდა ერთმანეთს. 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც მოევლინა-ვილჰელმ სტეინიცი.
http://interesting.ge

No comments:

Post a Comment